1. საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანაან ამ კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გასხვისება. ეს ვადა განისაზღვრება გარე გადამუშავების პროცედურის ხანგრძლივობისა და მის დასასრულებლად საჭირო დროის გათვალისწინებით.
2. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება გარე გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო ამ პროცედურაში საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად მოქცევისას – მასში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებული მოქმედებისთვის ან ცალკეული საქონლის გადამუშავებისთვის შეიძლება დადგინდეს კონკრეტული ვადებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…პროცედურის ავტორიზაციის მფლობელმა ან საქართველოში დაფუძნებულმა პირმა, თუ მას აქვს გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის შესაბამისი თანხმობა და გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენების ყველა პირობა შესრულებულია. საქართველოს საბაჟო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის…
…საქონლის სპეციალურ პროცედურაში მოქცევისათვის გათვალისწინებულ ფორმალობებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 10 ივნისის ბრძანება №135 - ვებგვერდი, 11.06.2021წ. მუხლი 5. საქონლის გადამუშავების ვადები 1. საბაჟო ორგანო საქართველოს საბაჟო კოდექსის 151-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს გარე გადამუშავების პროცედურის დასრულების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. 2. ამ მუხლის…