1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე მისცეს დეფექტური საქონლის გატანამდე შემცვლელი საქონლის დადგენილი პირობების შესაბამისად შემოტანის უფლება. ამ შემთხვევაში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ოდენობის გარანტია.
2. დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს 2 თვის ვადაში. ეს ვადა აითვლება შემცვლელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ დეფექტური საქონლის ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში გატანა შეუძლებელია, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გარე გადამუშავების პროცედურის ავტორიზაციის მფლობელის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გააგრძელოს ეს ვადა გონივრულ ვადამდე.
წიგნი VIII
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
თავი XXVI. საქონლის გატანასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობე
მთავარი მონაცემები
ვადა2 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…იმპორტირებულ პრეპარატებს მწარმოებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული აქვს კოდი _........, საბაჟო ორგანოს უნდა ესარგებლა ამ მონაცემით და საქონლისათვის მიენიჭებინა იმპორტიორისათვის სასურველი შეღავათიანი კოდი. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს საბაჟო კოდექსის 154-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქონლის კლასიფიკაციის შესახებ საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა და სხვა…
…ორგანოს მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია. მუხლი 7. სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენება 1. სტანდარტული გაცვლის სისტემა გამოიყენება მხოლოდ დეფექტური საქონლის შეკეთების შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო კოდექსის 153-ე და 154-ე მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 2. სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საბაჟო ორგანო დეკლარანტის მოტივირებული განცხადების…
…პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2. გადასახადის დარიცხვის საფუძველია: ა) საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ა1) (ამოღებულია - 01.05.2015, №3581); ბ) ინფორმაცია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ; გ) საგადასახადო შემოწმების აქტი; დ) საგადასახადო ორგანოსათვის სხვა მაკონტროლებელი ან სამართალდამცავი…
…გასაწევი მომსახურების სახეებს, მომსახურებით სარგებლობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“. 14. 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ინფორმაცია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი თანხების შესახებ;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები: „ვ) ინფორმაცია ამ…
…4 ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში − ნებისმიერი ძრავის მოცულობა 60 22. ამ მუხლის 21 ნაწილით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე და მას საგადასახადო აგენტი (დამქირავებელი) იხდის (გარდა ამ კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 23. დაქირავებულის მიერ…
მუხლი 5. ჯგუფის წევრის შემცვლელი— საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრთან არსებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ