1. სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა, გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავებული პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომ – შემცვლელი საქონელი) ამ მუხლის მე-2−მე-6 ნაწილების შესაბამისად.
2. საბაჟო ორგანო დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დეფექტური საქონლის შესაკეთებლად სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ.
3. შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს შესაკეთებელ დეფექტურ საქონელს.
4. თუ დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე იყო გამოყენებული, შემცვლელი საქონელიც გამოყენებული (მეორეული) უნდა იყოს.
5. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნიდან, თუ შემცვლელი საქონელი საწარმოო დეფექტის გამო, სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე, უსასყიდლოდ იქნა მოწოდებული.
6. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტთან დაკავშირებული ამ თავის დებულებები ვრცელდება აგრეთვე შემცვლელ საქონელზე.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
წინა რედაქცია (04.07.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 153. სტანდარტული გაცვლის სისტემა 1. სტანდარტული გაცვლის სისტემა საშუალებას იძლევა, გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მისაღები გადამუშავებული პროდუქტი შეიცვალოს უცხოური საქონლით (შემდგომ – შემცვლელი საქონელი) ამ მუხლის მე-2−მე-6 ნაწილების შესაბამისად. 2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე მიიღოებს გადაწყვეტილებას ტანდარტული გაცვლის სისტემის მხოლოდ დეფექტური საქონლის შესაკეთებლად სთტანდაკრტული გაცვშლირს სისტებმითს გამოყენების შესახებ. 3. შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერვათმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს დეფექტურ შესაკეთებელ დეფექტურ საქონელს. 4. თუ დეფექტური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე იყო გამოყენებული, შემცვლელი საქონელიც გამოყენებული (მეორეული) უნდა იყოს. 5. საბაჟო ორგანოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ამ მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნიდან, თუ შემცვლელი საქონელი საწარმოო დეფექტის გამო, სახელშეკრულებო ან საგარანტიო ვალდებულებიდან გამომდინარე, უსასყიდლოდ იქნა მოწოდებული. 6. გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტთან დაკავშირებული ამ თავის დებულებები ვრცელდება აგრეთვე შემცვლელ საქონელზე.