1. დაინტერესებული პირის განცხადების მიღებისთანავე საბაჟო ორგანოები მათ მიერ განსაზღვრული პირობებით განახორციელებენ იმ შემცვლელი საქონლის ავტორიზაციას, რომლის იმპორტი მოხდება დეფექტური საქონლის ექსპორტამდე.

შემცვლელი საქონლის ასეთი წინასწარი იმპორტის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს გარანტია, რომელიც დაფარავს იმპორტის გადასახადის თანხას, რომელიც გადასახდელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდებოდა დეფექტური საქონლის ექსპორტი მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. დეფექტური საქონლის ექსპორტი უნდა მოხდეს ორი თვის ვადაში საბაჟო ორგანოების მიერ დეკლარაციის მიღების დღიდან, შემცვლელი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით.

3. თუ, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლებელია დეფექტური საქონლის ექსპორტი მე-2 პუნქტში მითითებულ პერიოდში, საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გაახანგრძლივონ აღნიშნული პერიოდი გონივრული ვადით, ავტორიზაციის მქონე პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე.

თავი VIII

ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონელი

თავი 1

ფორმალობები საქონლის გატანამ