1. ►C2 საბაჟო ორგანოები განსაზღვრავენ პერიოდს, რომლის დროსაც უნდა შესრულდეს საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურა 215-ე მუხლის შესაბამისად. ◄

აღნიშნული პერიოდი აითვლება იმ დღიდან, როდესაც ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი მოექცევა სასაქონლო ოპერაციაში და გათვალისწინებული იქნება დრო, რომელიც საჭიროა დამუშავების ოპერაციების განსახორციელებლად და პროცედურის შესასრულებლად.

2. საბაჟო ორგანოებმა შეიძლება გაახანგრძლივონ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი გონივრული ვადით, ავტორიზაციის მქონე პირის განცხადების საფუძველზე.

ავტორიზაციით შეიძლება განისაზღვროს, რომ დროის მონაკვეთი, რომელიც იწყება თვის, კვარტლის ან სემესტრის განმავლობაში, დასრულდება შემდგომი თვის, კვარტლის ან სემესტრის ბოლო დღეს შესაბამისად.

3. წინასწარი ექსპორტის შემთხვევაში, 223(2)-ე მუხლის (c) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციაში მითითებული იქნება დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი დეკლარირებული იქნება საბაჟო ტერიტორიაზე დამუშავების პროცედურისთვის, იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა შესყიდვისთვის და ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისთვის.

პირველი აბზაცით გათვალისწინებული დროის მონაკვეთი განისაზღვრება თვეებში და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ეს პერიოდი აითვლება ექსპორტის დეკლარაციის მიღების დღიდან, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ეკვივალენტური საქონლიდან მიღებულ დამუშავებულ პროდუქციასთან.

4. ავტორიზაციის მქონე პირის თხოვნით, მე-3 პუნქტში აღნიშნული ექვსთვიანი პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს მისი ვადის ამოწურვის შემდეგაც კი, თუ მთლიანი დროის მონაკვეთი არ აღემატება 12 თვე