1. სტანდარტული მიმოცვლის სისტემის შესაბამისად იმპორტირებულმა საქონელმა („შემცვლელი საქონელი“) შეიძლება ჩაანაცვლოს დამუშავებული საქონელი მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.
2. საბაჟო ორგანოებმა განცხადების მიღებისთანავე უნდა გასცენ ავტორიზაცია სტანდარტული მიმოცვლის სისტემის გამოყენებაზე, თუ დამუშავების ოპერაცია მოიცავს ევროკავშირის დეფექტური საქონლის შეკეთებას, იმ საქონლის გარდა, რომელზედაც ვრცელდება სოფლის მეურნეობის პოლიტიკით განსაზღვრული ზომები ან კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამუშავების შედეგად მიღებული კონკრეტული საქონლის მიმართ.
3. შემცვლელ საქონელს ექნება იგივე რვანიშნა კომბინირებული ნომენკლატურის კოდი, კომერციული ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რაც ჰქონდა დეფექტურ საქონელს შეკეთების შემთხვევაში.
4. თუ დეფექტური საქონელი გამოყენებული იყო ექსპორტამდე, ასევე გამოყენებული უნდა ყოფილიყო შემცვლელი საქონელიც.
თუმცა, საბაჟო ორგანოებმა უნდა მოხსნან პირველი აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნები თუ შემცვლელი საქონელი მიწოდებულია უსასყიდლოდ, გარანტიიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ან ნორმატიული ვალდებულების გამო ან ნივთობრივი ან ქარხნული დეფექტის გამო.
5. სამართლის ნორმები, რომლებიც ვრცელდება დამუშავებულ პროდუქტზე, გამოიყენება შემცვლელი საქონლის მიმარ