1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელს უნდა ახლდეს გასვლისწინა დეკლარაცია, რომელიც წარდგენილი იქნება კომპეტენტურ საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაზღვრული დროის მონაკვეთში, ვიდრე მოხდება საქონლის გატანა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან.
2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება მოიხსნება:
(a) სატრანსპორტო საშუალებების სახეობებისთვის და საქონლისთვის, რომლის გადაზიდვა ხორციელდება მათი მეშვეობით ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გადაკვეთით, ტერიტორიის ფარგლებში გაჩერების გარეშე; ან
(b) სხვა კონკრეტულ შემთხვევებში, თუ ეს გამართლებულია საქონლის ან ტრანსპორტის სახეობით ან თუ საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.
3. გასვლისწინა დეკლარაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ფორმით:
(a) საბაჟო დეკლარაცია, თუ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი მოქცეულია სასაქონლო ოპერაციაში, რომლისთვისაც საჭიროა ასეთი დეკლარაცია;
(b) რეექსპორტის დეკლარაცია 270-ე მუხლის შესაბამისად;
(c) გასვლის შემაჯამებელი დეკლარაცია 271-ე მუხლის შესაბამისად.
4. გასვლისწინა დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც საჭიროა რისკის ანალიზისთვის, უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნებისთვი