1. იმპორტის გადასახადის ოდენობა იმ საქონლისთვის, რომელიც მოქცეულია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებით, განისაზღვრება იმპორტის გადასახადის 3%-ით, რომელიც იქნება გადასახდელი აღნიშნულ საქონელზე, თუ ის გაიშვება თავისუფალ მიმოქცევაში იმ დღეს, როდესაც ის მოექცა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში.
აღნიშნული თანხა გადასახდელი იქნება ყოველი თვისთვის ან თვის ნაწილისთვის, რომლის განმავლობაშიც საქონელი მოქცეული იყო დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლებით.
2. იმპორტის გადასახადის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომელიც იქნებოდა გადასახდელი, თუ აღნიშნული საქონელი გაშვებული იქნებოდა თავისუფალ მიმოქცევაში იმ დღეს, როდესაც ის მოექცა დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაშ