1. ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი შესაძლებელია, თავისუფალ ზონაში ყოფნის დროს, გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში ან მოექცეს შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში, აღნიშნული პროცედურებისთვის განსაზღვრული პირობებით.

ასეთ შემთხვევებში საქონელი არ მიიჩნევა თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულად.

2. მიწოდებაზე ან სურსათის საწყობზე მოქმედი დებულებების შეუზღუდავად, თუ პროცედურა ამას ითვალისწინებს, 1-ლი პუნქტი არ გამორიცხვას იმ საქონლის გამოყენებას ან მოხმარებას, რომლის გაშვება თავისუფალ მიმოქცევაში ან რომლის დროებით შემოტანა, არ გამოიწვევს იმპორტის გადასახადის ან სოფლის მეურნეობის ან კომერციული პოლიტიკებით დადგენილი ღონისძიებების გამოყენებას.

ასეთი გამოყენების ან მოხმარების შემთხვევაში, თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად საბაჟო დეკლარაცია არ იქნება საჭირო.

თუმცა, ასეთი დეკლარაცია საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ასეთ საქონელზე ვრცელდება სატარიფო კვოტა ან სატარიფო ზღვარ