თუ საქონელი გატანილია თავისუფალი ზონიდან ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის სხვა ნაწილში ან მოქცეულია სასაქონლო ოპერაციაში, ის განიხილება როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დამტკიცდება მათი როგორც ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი.
მიუხედავად ამისა, ექსპორტის გადასახადის და ექსპორტის ლიცენზიების ან სოფლის მეურნეობის ან კომერციული პოლიტიკებით განსაზღვრული ექსპორტის კონტროლის ღონისძიებების გამოყენების მიზნებისთვის, ასეთი საქონელი ჩაითვლება ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადგინდა, რომ მას არ აქვს ევროკავშირის საქონლის სტატუსის მქონე საქონლის საბაჟო სტატუსი.
სპეციფიკური გამოყენება
ქვეთავი 1
დროებითი შემოტა