1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის ფარგლებში, რეექსპორტისთვის განკუთვნილი ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი შეიძლება დაექვემდებაროს სპეციალურ გამოყენებას ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე, იმპორტის გადასახადისგან მთლიანი ან ნაწილობრივი გათავისუფლებით ისე, რომ მასზე არ გავრცელდეს შემდეგი:
(a) სხვა გადასახადები, რომელიც გათვალისწინებულია სხვა შესაბამისი მოქმედი სამართლის ნორმებით;
(b) კომერციული პოლიტიკის ღონისძიებები, თუ ისინი არ კრძალავენ ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოსვლას ან გასვლას.
2. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება შემდეგი პირობები:
(a) საქონელი არ არის განკუთვნილი რაიმე ცვლილებისთვის, გარდა მისი გამოყენებით გამოწვეული ცვეთისა;
(b) შესაძლებელია იმის უზრუნველყოფა, რომ შესაძლებელი იყოს სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის იდენტიფიცირება გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქონლის თვისებებიდან ან დაგეგმილი გამოყენებიდან გამომდინარე, იდენტიფიკაციის ღონისძიებების არარსებობა არ იწვევს პროცედურის დარღვევას ან, 223-ე მუხლში მითითებულ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ეკვივალენტური საქონლისთვის განსაზღვრული პირობების შესაბამისობის შემოწმება;
(c) დეკლარანტი დაფუძნებულია ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად არ განისაზღვრა;
(d) დაკმაყოფილებულია საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადისგან მთლიანი ან ნაწილობრივი გათავისუფლების მოთხოვნებ