1. ავტორიზაციის მქონე პირი და დეკლარანტი ვალდებულია:

(a )უზრუნველყოს, რომ საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეული საქონელი არ გამოვიდეს საბაჟო ზედამხედველობიდან; და

(b) შეასრულოს საბაჟო დასაწყობების პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვიდან გამომდინარე ვალდებულებები.

2. 1-ლი პუნქტიდან გამონაკლისის სახით, თუ ავტორიზაცია ეხება საჯარო საბაჟო საწყობს, 1-ლი პუნქტის (a) ან (b) ქვეპუნქტებში მითითებული ვალდებულება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ დეკლარანტს.

3. დეკლარანტი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო დასაწყობების პროცედურაში საქონლის მოქცევიდან გამომდინარე ვალდებულებები.

სექცია 3

თავისუფალი ზონე