მუხლი 100 მოცემული შეთანხმება, ინდივიდებისა და ეკონომიკური აგენტების ეკვივალენტური უფლებების მიღწევამდე, არ მოახდენს გავლენას უფლებებზე, რომლებიც ენიჭებათ მათ არსებული შეთხნხმებით და რომლებიც აკავშირებენ მათ, ერთის მხრივ, ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოს და, მეორეს მხრივ, საქართველოს, გარდა იმ სფეროებისა, რომლებიც შედის გაერთიანების კომპეტენციაში და არ ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოების მოვალეობებს, გამომდინარეს ამ შეთანხმებიდან იმ სფეროებში, რომლებიც ექცევიან მათი კომპეტენციის ფარგლებში🔗