ბრძანება N 8391

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 18.04.2023
№ დოკუმენტი 8391
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8391

18.04.2023

„----------“ (პ/ნ ----------)

(მის: ---------- )

2023 წლის 13 მარტის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №37) იმსჯელა „----------“ (პ/ნ ----------) №43224/21-11 საჩივრის განსახილველად დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებულ დავალიანებას.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში 42-ე თავით დადგენილი წესით.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში.

საქმის მასალების მიხედვით, 2019-2020 წლებში „----------“ მიერ №----------, №----------, №----------, №---------- საბაჟო დეკლარაციებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცეულია სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნულ დეკლარაციებს „eCustoms“ ინტეგრირებული რისკების მართვის სისტემის მეშვეობით განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“ და საქონელი გაშვებული იქნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროდედურაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, იმპორტის გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

საბაჟო დეკლარაციებით „----------“ დაერიცხა დღგ ჯამში 2 740,57 ლარის ოდენობით და იმპორტის გადასახადი 152 ლარის ოდენობით (№---------- დღგ 862 ლარი; №---------- დღგ 522 ლარი, იმპორტის გადასახადი 152 ლარი; №---------- დღგ 935.27 ლარი, №---------- დღგ 421.3 ლარი). ამდენად, იმპორტის გადასახდელი, რომლის დარიცხვის საფუძველია საქონლის საბაჟო დეკლარაცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არის აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საბაჟო დეკლარაციებით დარიცხული იმპორტის გადასახდელი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.