1. თავისუფალი ზონის შესასვლელსა და გამოსასვლელს, თავისუფალი ზონის პერიმეტრს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.
2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია:
ა) გააკონტროლოს პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების თავისუფალ ზონაში შესვლა/თავისუფალი ზონიდან გასვლა;
ბ) აკრძალოს თავისუფალ ზონაში იმ პირის შესვლა და საქმიანობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სათანადოდ შესრულებას;
გ) მოითხოვოს თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები;
დ) საჭიროების შემთხვევაში დაათვალიეროს თავისუფალ ზონაში შენახული საქონელ