თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ნებადართული საქმიანობისთვის. თავისუფალ ზონაში:
ა) იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებისთვის უცხოური საქონლის შეტანა არ მიიჩნევა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევად და, შესაბამისად, ამ საქონელზე იმპორტის გადასახდელი არ გადაიხდევინება;
ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში ანალოგიური საქონლის მოქცევისას (მათ შორის, საქართველოს საქონელს ენიჭება უცხოური საქონლის სტატუსი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
…სამოქალაქო ავიაციისათვის განკუთვნილ საქონელს. აღნიშნული საქონელი იმპორტის დროს სრულად არის განთავისუფლებული საბაჟო გადასახდელებისაგან. ამდენად, მასზე არ ვრცელდებოდა საბაჟო კოდექსის 130-ე მუხლი და მის მიმართ გამოიყენებოდა საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლი, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს არანაირი გადასახადის გადახდის ვალდებულებას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საბაჟო კოდექსის 129-ე მუხლი…
…აგრეთვე გაუწიოს დახმარება აღნიშნული საბაჟო ფორმალობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებაში. საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით. საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა, მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული…
…საბაჟო კოდექსში წარმოდგენილია საბაჟო პროცედურებისა და საბაჟო გადასახადების ადმინისტრირების მიზნებისათვის. თუკი საქონელი ექცევა თავისუფალი ზონის პროცედურაში, შემდგომში იმპორტ-ექსპორტის გადასახდელები არ გადაიხდება პროდუქციაზე ( საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლი). მიუხედავად აღნიშნულისა, საბაჟო კოდექსი არ შეიცავს მავალდებულებელ ნორმას, რომლის საფუძველზეც კომპანია ვალდებულია, რომ საქონელი შემოიტანოს…
…მიერ არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევა არ უნდა იქნეს განხილული თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართულ საქმიანობად. ამდენად, მასზე ვერ გავრცელდება კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათი. 4. საქართველოს საბაჟო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავისუფალი ზონა საშუალებას იძლევა მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 132-ე…