იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე საქონლის ტრანსპორტირებას, გადასახადის გადამხდელი, რომელიც ახორციელებს საქონლის იმპორტს, ვალდებულია მიმართოს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას განაცხადით (დანართი №6), საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე საქონლის ტრანსპორტირების (შიდა გადაზიდვა) სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მისაღებად.
სავალდებულოა განაცხადს თან ერთოდეს სსდ-ის ქსეროასლი.
აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია გასცემს, ამ ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო გაფორმების ადგილიდან დასაწყობების ადგილამდე საქონლის ტრანსპორტირებისათვის სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურას, რაზეც კეთდება წარწერა „შიდა გადაზიდვა. იმპორტი”, ასევე გაცემისას საგადასახადო ინსპექციაში გადამხდელის მიერ ივსება სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მე-7, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 გარაფების პირველი, მეორე და მესამე სვეტები, მე-19, 21-ე, 22-ე გრაფები, ხოლო მე-3, მე-4, მე-5, მე-6 გრაფები და მე-11 გრაფის მე-4 – მე-10 სვეტებში, მე-14, მე-15, მე-16, მე-17 გრაფებში კეთდება აღნიშვნა „X”. დანარჩენი გრაფები ივსება გადასახადის გადამხდელის მიერ.
ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ · რედაქცია 15.12.2004
მუხლი 19
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 255. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის რაოდენობა
- მუხლი 6. ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლა
- მუხლი 6. ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლა
- მუხლი 6. ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლა
- მუხლი 9. აქციზის გადასახადის დროებითი შეჩერების რეჟიმის ქვეშ მოქცეული აქციზური საქონლის გადაადგილებებისას წარმოშობილი დარღვევები
- მუხლი 71. საჯაროობა რეაბილიტაციის რეჟიმში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2004. გამოქვეყნება: სსმ, 137, 26/11/2004.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“, მუხლი 19, №748, 17.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.22.033.006.866 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59080/muxli-19/