ნავთობპროდუქტების შეძენის (წარმოების) დამადასტურებელი დოკუმენტები შეიძლება იყოს:
1. იმ გადასახადის გადამხდელისათვის, რომელიც აწარმოებს ნავთობპროდუქტების იმპორტს, იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები: სატვირთო საბაჟო დეკლარაცია, სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაცია და 2004 წლის 15 დეკემბრის შემდგომ იმპორტის შემთხვევაში, იმპორტირებული საქონლის შიდა გადაზიდვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
2. იმ გადასახადის გადამხდელისათვის, რომელიც აწარმოებს (გადაამუშავებს) ნავთობპროდუქტებს: ლიცენზია აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შესახებ, შესაბამისობის სერტიფიკატი (იმ საქონელზე, რომელზედაც სავადებულოა შესაბამისობის სერტიფიკატის აღება), ნედლეულის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსაფ).
3. გადასახადის გადამხდელისათვის, რომელიც არ აწარმოებს ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტში მითითებულ საქმიანობას, სსაფ.
ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ · რედაქცია 15.12.2004
მუხლი 5
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2004. გამოქვეყნება: სსმ, 137, 26/11/2004.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნავთობპროდუქტების მიწოდების აღრიცხვის და დანეგვრის კონტროლის ღონისძიებათა შესახებ“, მუხლი 5, №748, 17.11.2004, სარეგისტრაციო კოდი 300.380.010.22.033.006.866 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59080/muxli-5/