საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია განაცხადის წარმოდგენიდან (საგადასახადო ორგანოს კანცელარიაში რეგისტრაციიდან) 72 საათის განმავლობაში (დასვენების დღეების ჩაუთვლელად), ხოლო იმპორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გასცეს სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა (რისთვისაც სსაფ-ის ზემო მარჯვენა კუთხეში დაუსვამს ბეჭედს) ან უარი განაცხადოს სსაფ-ის გაცემაზე (მთლიანად ან ნაწილობრივ), რისთვისაც ვალდებულია წერილობით აცნობოს გადასახადის გადამხდელს უარის თქმის საფუძველი. გადასახადის გადამხდელს სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას შემდეგ შემთხვევაში:
1. განაცხადში წარმოდგენილი მონაცემები არის არასრულყოფილი;
2. განაცხადდში წარმოდგენილი მონაცემების სისწორე იწვევს საფუძვლიან (დასაბუთებულ) ეჭვს;
3. თუ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ინსპეციაში არ ადგენს ამ ბრძანებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ანგარიშგებებს, ან ადგენს, მაგრამ არასრულყოფილად.
4. გადამხდელი არ აწარმოებს ამ ბრძანებით დადგენილ „ნავთობპროდუქტების საბითუმო პარტიების მიღებისა და გაცემის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს” (დანართი №11) ან „ნავთობპროდუქტების საცალო რეალიზაციის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალს” (დანართი №12).