1. განცხადებები საწარმოების, იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ შეიტანება სასამართლოს კანცელარიაში. კანცელარიის გამგე აღნიშნულ განცხადებებს ატარებს ,,შემოსული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში“ და შეაქვს თავმჯდომარესთან რეზოლუციისათვის. რეზოლუციის შემდეგ შესაკერად ხელმოწერით გადასცემს კანცელარიის სპეციალისტს.
2.განცხადებები უნდა შეიკეროს და მაღლა მარჯვენა კუთხეში დაესვას ნომერი, რომელიც შედგება ინდექსისაგან და რიგითი ნომრისაგან (მითითებული უნდა იყოს წელიც).
შეკერილი განცხადებები უნდა გატარდეს საწარმოების რეგისტრაციის შესაბამის ჟურნალში და გადაეცეს მოსამართლეს ან მის თანაშემწეს.
რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.03.2009
მუხლი 54
თავი XII — სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეებისა და სხვა მასალების რეგისტრაცია და აღრიცხვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009. გამოქვეყნება: სსმ, 102, 02/11/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 54, №466, 27.10.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.080.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114292/muxli-54/