მუხლი 4 სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურების მისაღებად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განაცხადით (დანართი №5) მიმართოს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპეციას. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განაცხადში მიუთითოს, გადასახადის გადამხდელის დასახელება, იურიდიული მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი, მისი გაცემის თარიღი, ასევე წარმოადგინოს იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი (ამასთან განაცხადს დაურთოს მათი ქსეროასლები), რომლებიც ადასტურებს შეძენილი (წარმოებული) ნავთობპროდუქტების რეალობას. ამასთან, სხვა საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულმა გადამხდელმა წარმოადგინოს სამომსახურო საგადასახადო ინსპექციის მიერ დანართი №10-ის შესაბამისად გაცემული ცნობა🔗