1. გრაფა „1”-ში მიეთითება ოპერაციის განხორციელების თარიღი სიტყვიერად.
2. გრაფა „2”-ში მიეთითება ოპერაციის განხორციელების თვე სიტყვიერად.
3. გრაფა „3”-ში მიეთითება გამყიდველის დასახელება, ხოლო თუ გამყიდველი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი.
4. გრაფა „4”- ში მიეთითება გამყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი.
5. გრაფა „5”-ში მიეთითება გამყიდველის იურიდიული მისამართი.
6. გრაფა „6”-ში მიეთითება გამყიდველის დღგ-ის გადამხდელის სარეგისტრაციო სეტიფიკატის ნომერი;
7. გრაფა „7”-ში მიეთითება მყიდველის დასახლება, ხოლო თუ მყიდველი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი.
8. გრაფა „8”-ში მიეთითება მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი.
9. გრაფა „9”-ში მიეთითება მყიდველის იურიდიული მისამართი.
10. გრაფა „11”-ის:
ა) პირველ სვეტში მიეთითება საქონლის დასახელება ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 სვეტის შესაბამისად. მაგ., თუ რეალიზაცია ხდება ნავთობის მსუბუქი დისტილატის – საავტომობილო ბენზინის (რეგულარი აი-91-ის), შესაბამის უჯრაში უნდა მიეთითოს „ბენზინი, რეგულარი აი-91” (ხდება შტამპით);
ბ) მეორე სვეტში მიეთითება ზომის ერთეული, რომლის გათვალისწინებით ხორციელდება საქონლის რეალიზაცია;
გ) მესამე სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა არაბული ციფრებით;
დ) მეოთხე სვეტში მიეთითება საქონლის ერთეულის სარეალიზაციო ფასი ლარებში, დღგ-ისა და აქციზის გადასახადის გარეშე;
ე) მეხუთე სვეტში მიეთითება საქონლის სარეალიზაციო ფასი დღგ-ისა და აქციზის გამოკლებით, ლარებში;
ვ) მეექვსე სვეტში მიეთითება დასაბეგრი აქციზის გადასახადის განაკვეთი;
ზ) მეშვიდე სვეტში მიეთითება დასაბეგრი აქციზის გადასახადის საერთო ოდენობა;
თ) მერვე სვეტში მიეთითება დღგ-ის განაკვეთი;
ი) მეცხრე სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა;
კ) მეათე სვეტში მიეთითება საქონლის მთლიანი ღირებულება დღგ-ისა და აქციზის ჩათვლით.
11. გრაფა „12”-ის:
ა) პირველ სვეტში მიეთითება რეალიზებული საქონლის ოთხნიშნა კოდი, რომელიც განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-4 სვეტში. კოდი ჩაიწერება ისე, რომ თითოეულ უჯარაში მოხვდეს თითო ციფრი;
ბ) მეორე სვეტში მიეთითება ზომის ერთეული კგ-ში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მე-11 გრაფის მეორე სვეტში მითითებულია განსხვავებული ზომის ერთეული (მაგ., ლიტრი ან მ3);
გ) მესამე სვეტში მიეთითება მიწოდებული საქონლის რაოდენობა.
12. გრაფა „13”-ში მიეთითება გამყიდველის მიერ ნავთობპროდუქტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმპორტის შემთხვევაში საბაჟო სატვირთო დეკლარაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი. თუ ნავთობპროდუქტების შეძენა განხორციელდა სსაფ-ის მეშვეობით, აღნიშნულ გრაფაში კეთდება აღნიშვნა „X”.
13. გრაფა „14”-ში მიეთითება გამყიდველის მიერ ნავთობპროდუქტების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ სსაფ-ის სერია, ნომერი და სსაფ-ის შევსების თარიღი, იმპორტის შემთხვევაში აღნიშნულ გრაფაში კეთდება აღნიშვნა „X”; ნავთობპროდუქტების წარმოების შემთხვევაში მე-14 გრაფაში გადაიხაზება სიტყვა „სსაფ” და მიეთითება „შს” და შესაბამისობის სერტიფიკატის ნომერი.
14. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიღებულია ნავთობპროდუქტების გადამუშავებით, შესაბამისად მე-13 და მე-14 გრაფებში მიეთითება ძირითადი ნედლეულის (რომლის რაოდენობაც აჭარბებს დანარჩენი ნედლეულის რაოდენობას) შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი (სსდ ან სსაფ).
15. გრაფა „15”-ში მიეთითება გადახდის პირობები – გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდა, გადარიცხვით თუ კონსიგნაციით.
16. გრაფა „16”-ში მიეთითება ანგარიშსწორების თარიღი.
17. გრაფა „17”-ში ჩანაწერი კეთდება იმ შემთხვევაში, როდესაც გაუქმებული სსაფ-ის ნაცვლად გამოიწერება ახალი სსაფ, რომელშიც აისახება ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის რეკვიზიტები, ხოლო გრაფა „17”-ში კეთდება აღნიშვნა „კორექტირებული” და მიეთითება გაუქმებული სსაფ-ის ნომერი.
18. გრაფა „18”-ში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების დრო. მაგ., თუ ტრანსპორტირება დაიწყო 13 სთ-სა და 25 წუთზე, გრაფაში მიეთითება 13:25.
19. გრაფა „19”-ში მიეთითება მისამართი, სადაც განხორციელდა ნავთობპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.
20. გრაფა „20”-ში მიეთითება ნავთობის დისტილატების ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის სარეგისტრა-ციო ნომერი.
21. გრაფა „21”-ში მიეთითება საქონლის მიტანის ადგილის მისამართი.
22. გრაფა „22”-ში მიეთითება ნავთობის დისტილატების ტრანსპორტირების დამთავრების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის სარეგისტრაციო ნომერი. თუ ნავთობის დისტილატის გადაადგილება ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ინსპექციაში როგორც ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტი, აღნიშნულ გრაფაში კეთდება აღნიშვნა „X”.
23. გრაფა „23”-ში მიეთითება ტრანსპორტის სახე, რომლითაც არის გათვალისწინებული ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირება, საავტომობოლო თუ სარკინიგზო.
24. გრაფა „24”-ში მიეთითება სატრანსპორტო საშუალებების მარკა და სახელმწიფო ნომერი, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვის დროს – ვაგონის ნომერი.
25. გრაფა „25”-ში მიეთითება მძღოლის სახელი და გვარი.
26. გრაფა „26”-ში მიეთითება გადამზიდავის დასახელება, ხოლო თუ გადამზიდავი არის ფიზიკური პირი – მისი სახელი და გვარი.
27. გრაფა „27”-ში მიეთითება გადამზიდავის საიდენტიფიკაციო ნომერი.
28. გრაფა „28”-ში ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დამთავრების შემდგომ საქონლის მიმღები აკეთებს ხელმოწერას.
29. სსაფ გამოიწერება მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე (სარკინიგზო გადაზიდვებისას სსაფ გამოიწერება თითოეულ ვაგონზე).
30. სსაფ-ის მე-20 და 22-ე გრაფები ივსება მხოლოდ ნედლი ნავთობის, ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების (ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 გრაფების შესაბამისად) რეალიზაციისას (გადაზიდვისას)