მუხლი 18 იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზედაც საგადასახადო ინსპექციის მიერ წინასწარ სსაფ-ის საგადასახადო ორგანოდან გატანისას კეთდება წარწერა „შიდა გადაზიდვა” (გარდა ამ ბრძანების მე-19 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა) და რომლის მე-11 უჯრის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 სვეტები არ შეივსება (მითითებულ სვეტებში საგადასახადო ინსპექციის მიერ სსაფ-ის გაცემისას კეთდება აღნიშვნა „X”)🔗