მუხლი 22 სსაფ-ში, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის სპეციალურ დანართში და სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურის მოძრაობის აღრიცხვის ყოველთვიურ დეკლარაციაში სავალდებულოა ნავთობპროდუქტების სახეობის დასახელების (დანართი №1-ის მე-2 სვეტის შესაბამისად) და საქონლის შესაბამისი კოდის (დანართი №1-ის მე-4 სვეტის შესაბამისად) მითითება. (მაგ.: თუ რეალიზაცია ხდება ნავთობის მსუბუქი დისტილატის – საავტომობილო ბენზინის, რეგულარი აი-91-ის, სსაფ-ში (შესაბამისად დეკლარაციებში) შესაბამის გრაფაში უნდა მიეთითოს „ბენზინი, რეგულარი აი-91, კოდი 0270.“🔗