1. მე-11 და მე-12 გრაფის პირველ უჯარაში აღნიშნავს (სპეციალური შტამპით) ნავთობის დისტილატის დასახელებას და კოდს ამ ბრძანების დანართი №1-ის მე-2 და მე-4 სვეტების შესაბამისად.
2. მე-19 და მე-20 გრაფაში უთითებს ნავთობის დისტილატის ტრანსპორტირების დაწყების ადგილის (ნავთობის გადამუშავების, ნავთობბაზის, ავტოგასამართი სადგურის) მისამართს და საგადასახადო ორგანოში ნავთობის დისტილატების სტაციონარული ობიექტის სარეგისტრაციო ნომერს.
3. იურიდიული პირის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, საქონლის გადაზიდვისას გამოწერილ უნდა იქნეს სსაფ, რომელზედაც საგადასახადო ინსპექციის მიერ წინასწარ სსაფ-ის საგადასახადო ორგანოდან გატანისას კეთდება წარწერა „შიდა გადაზიდვა”, ხოლო თუ ტრანსპორტირება ხდება საბაჟო გაფორმების ადგილიდან – „შიდა გადაზიდვა. იმპორტი”