1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ რეექსპორტის შეტყობინებაში შეიტანოს ცვლილება.
2. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ:
ა) საბაჟო ორგანომ რეექსპორტის შეტყობინების წარმდგენს აცნობა ამ შეტყობინებით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ;
ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა წარდგენილი მონაცემების უზუსტობა ან არასრულობა;
გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.
3. თუ რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს შეტყობინება ბათილად უნდა ცნოს:
ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე;
ბ) ამ შეტყობინების წარდგენიდან 150 დღის გასვლის შემდეგ.
4. რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
წიგნი IX
საბაჟო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა