მუხლი 163. საბაჟო სამართალდარღვევა. პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლი
თავი XXIX — ზოგადი დებულებები
1.საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
2. საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა.
3. საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.
4. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
5. თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ.
6. ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს.
7. რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
8. პირს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას აღნიშნული ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.
9. საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.
10. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებისას ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ:
ა) კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება მოქმედი კანონი;
ბ) კანონით შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება შესაბამისი ქმედების ჩადენის მომენტისთვის მოქმედი კანონი;
გ) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენიდან ამ ქმედებისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებამდე ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის ზომა რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა.
11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
12. პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით.
121. პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
13. პირს საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ:
ა) საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილება შეტანილ იქნა ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;
ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის (გარდა მალულად გადაადგილებული საქონლისა, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლისა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს არ აჭარბებს და დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს არ აღემატება;
გ) ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა საქონლის გაშვებამდე გამოვლინდა.
14. ამ კოდექსის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას პირს ამ კოდექსის 165-ე, 167-ე (გარდა მე-2 ნაწილისა) და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება.
15.ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
16. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
17. ამ მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
171.ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან.
18. შეფარდებული საბაჟო სანქციის გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
მთავარი მონაცემები
ვადა12 თვის განმავლობაში
თანხა15 000 ლარს
განაკვეთი5 პროცენტს
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 163. საბაჟო სამართალდარღვევა. პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები 1.საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. 2. საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა. 3. საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით. 4. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს. 5. თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. 6. ერთი და იმავე საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს. 7. რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას. 8. საბაჟოპირს სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობასამართალდარღვევის პირსჩადენისთვის არპასუხისმგებლობა შეიძლებაიმ დაეკისროს,შემთხვევაში დაეკისრება, თუ ამმას საბაჟოაღნიშნული სამართალდარღვევისქმედებისთვის შემადგენელისაქართველოს ქმედებაკანონმდებლობის იწვევსშესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისპასუხისმგებლობა დაკისრებას.არ დაეკისრა. 9. საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს. 10. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებისას ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებისას, თუ: ა) კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება მოქმედი კანონი; ბ) კანონით შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობის ზომა, ამ სამართალდარღვევისთვის გამოიყენება შესაბამისი ქმედების ჩადენის მომენტისთვის მოქმედი კანონი; გ) საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენიდან ამ ქმედებისთვის საბაჟო სანქციის შეფარდებამდე ან დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის ზომა რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი პასუხისმგებლობის ზომა. 11. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. 12. პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება, თუ ეს საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით. 121. პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 13. პირს საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ეკისრება,დაეკისრება, თუ: ა) საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილება შეტანილ იქნა ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი დანაწილის მე-3 ნაწილების შესაბამისად; ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის (გარდა მალულად გადაადგილებული საქონლისა, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლისა და ამამავე კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო ღირებულება არ აჭარბებს 15 000 ლარს და არ აღემატებააჭარბებს და დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს;პროცენტს არ აღემატება; გ) ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა გამოვლინდა საქონლის გაშვებამდე.გაშვებამდე გამოვლინდა. 14. ამ კოდექსის შესაბამისად საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას პირს ამ კოდექსის 165-ე, 167-ე (გარდა მე-2 ნაწილისა) და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება, ხოლო დაკისრებული ჯარიმა აღსრულებულად ჩაითვლება. 15. ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. 16. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 17. ამ მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან. 171. ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან. 18. შეფარდებული საბაჟო სანქციის გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-784(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის,,ა“ პუნქტზე, მე-13 მუხლის 1-ლ-მე-4 ნაწილებზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის 1-ლ-მე-5 ნაწილებზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქმე №ბს-161(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2026
ბ-ის განემარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-16 ნაწილით, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.
საქმე №ბს-930(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
პალატა მიუთითებს, რომ საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლი საბაჟო სამართალდარღვევის ლეგალურ დეფინიციასა და იმ სუბიექტს განსაზღვრავს, რომელსაც შეიძლება დაეკისროს საგადასახადო პასუხისმგებლობა, კერძოდ,…
საქმე №ბს-327(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.06.2025
…პირს და საბაჟო ორგანო პასუხისმგებლობას მხოლოდ მას მოსთხოვს. რაც შეეხება მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დამდგარ საბაჟო სამართალდარღვევასა და ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, კერძოდ, სს „...ის“ ქმედებას შორის, კასატორი მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 118-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019…
საქმე №ბს-431(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.09.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლი, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო…
საქმე №ბს-702(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
საქმე №ბს-214(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
საქმე №ბს-336(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
…კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
აღნიშნულზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს, გაუქმდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმი და გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე. შემოსავლების სამსახური: მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ…
შემოსავლების სამსახური: მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
…დეკლარაციის ან მოწმობის კონტროლიდან მოხსნით; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ ცალკეულ შემთხვევებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე პირის სანქციისგან გათავისუფლების მიზანშეწონილობის განმსაზღვრელი კომისიის სხდომის ოქმის…
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, მუხლი 163, №4905-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.019529 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4598501/muxli-163/