ბრძანება N 25817

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.11.2026
№ დოკუმენტი 25817
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25817

10 ნოემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

----- (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 15 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N 99) განიხილა ----- ----- (ს/ნ ----- ) N 105034/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 17 სექტემბრის N ELC63432 და N ELC63433 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

სადავო საკითხი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევა.

 

დარიცხული თანხა:

17.09.2026 წლის N ELC63432 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 1000₾;

17.09.2026 წლის N ELC63433 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ჯარიმა 1000₾;

 

საბაჟო დეპარტამენტი:

2026 წლის 4 მაისს, ----- მოქალაქის ----- (პასპ: -----, ს/ნ ----- ) მიერ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ გავლით შემოყვანილ იქნა სატრანსპორტო საშუალებები (საიდენტიფიკაციო ნომრით ----- ----- ), რომელებსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2026 წლის 3 ივლისი.

ვინაიდან მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მათი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, 2026 წლის 17 სექტემბერს, ავტომანქანებზე პასუხისმეგებელი პირის, ----- ----- (პასპ: ----- ) მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად შედგა N ELC63432 და N ELC63433 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.

სადავო ოქმები ადრესატს პირადად ჩაბარდა 2026 წლის 12 ოქტომბერს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საზღვრის გადმოკვეთისას ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სრულიად განადგურდა სატვრითო და მისაბმელი, რომლებიც გადაყვანილი იქნა საჯარიმოზე და ამ დრომდე იქ იმყოფება. ავტოსაგზაო შემთხვევისას თავადაც დაშავდა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს და სხვა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, მომჩივნის არგუმენტზე, რომ საზღვრის გადმოკვეთისას ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სრულიად განადგურდა სატვრითო და მისაბმელი, რომლებიც გადაყვანილი იქნა საჯარიმოზე და ამ დრომდე იქ იმყოფება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ----- ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე;

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს სადავო აქტისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირების ვადის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ მომჩივანმა საქართველოში შემოიყვანა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დადგენილ ვადაში საბაჟო ორგანოში ვერ წარადგინა, ვერ გააფორმა დროულად და ქვეყნიდან არ გაიყვანა. აღნიშნული დარღვევის გამო მის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც პირადად ჩაბარდა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97; 163; 165;.