ბრძანება N 25865
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25865
10 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (პ/ნ ----- ) (ფაქტ. მის.: ----- )
2026 წლის 15 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N 99) განიხილა ----- ----- (პ/ნ ----- ) N 105057/1/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 8 ოქტომბრის N EL329615 სამართალდარღვევის ოქმს.
სადავო საკითხი:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 8 362.68 ლარი (საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილი)
საბაჟო დეპარტამენტი:
2026 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე N ----- საფოსტო გზავნილით შემოტანილ, ----- (პ/ნ ----- ) კუთვნილ საქონელზე (საბაჟო ღირებულება – 339.02₾), ამავე პირის მიერ წარდგენილი N ----- (20.09.2026) ინვოისის საფუძველზე, საფოსტო გადამზიდავის სს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ დარეგისტრირდა N ----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განესაზღვრა „წითელი დერეფანი“.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა N ----- 30.09.2026. საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის დათვალიერება. დათვალიერების შედეგად, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, N ----- საფოსტო გზავნილში აღმოჩნდა 2 ცალი მობილური ტელეფონი.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის N ----- 08.10.2026) თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3 210.12 აშშ დოლარი (8 362.68₾).
ვინაიდან ----- ----- მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 8 ოქტომბერს შედგა N EL329615 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ----- ----- (პ/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 8 362.68 ლარის ოდენობით.
----- ----- სახელზე 2026 წლის 2 ოქტომბერს დარეგისტრირებულია N ----- საბაჟო დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებულია 2 ცალი მობილური ტელეფონი ----- (საბაჟო ღირებულება – 8625.17 ლარი). N -----/----- საბაჟო დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განსაზღვრული იყო „მწვანე დერეფანი“. შესაბამისად, საქონელი საბაჟო კონტროლის ზონიდან გაშვებულია დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2 ამანათი ჰქონდა გამოწერილი. ერთი მოიცავდა 2 ცალ მობილურ ტელეფონს, ხოლო მე-2 ამანათი კი ტელეფონის ქეისებს. ორივეზე არსებობდა საბაჟო დეკლარაცია, რომლებიც რეგისტრირებული იყო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე. ტელეფონები დეკლარირებული ჰქონდა 2026 წლის 2 ოქტომბრის დეკლარაციით, მათი სრული ღირებულებით (3 198 აშშ დოლარი) და დღგ-ის დარიცხვით, ანუ სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე 6 დღით ადრე. ერთადერთი შეუსაბამობა ის არის, რომ დეკლარაციებზე თრექინგ კოდები გაიცვალა. ამდენად, ერთი და იგივე საქონელი ორჯერ არის დაბეგრილი.
აღნიშნულზე მითითებით, მომჩივანი ითხოვს, გაუქმდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმი და გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის:
ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიო ჩაწერა);
გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია;
ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა არადეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2026 წლის 8 ოქტომბრის N EL329615 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელმა საფოსტო გზავნილში დეკლარირებული საქონლის ნაცვლად შემოიტანა მობილური ტელეფონები, რომლებიც საბაჟო შემოწმებისას არადეკლარირებულად აღმოჩნდა. აღნიშნული დარღვევის გამო მას დაეკისრა ჯარიმა. ამასთან, მის სახელზე რეგისტრირებული სხვა დეკლარაციით მობილური ტელეფონები საბაჟო კონტროლისა და ფიზიკური დათვალიერების გარეშე იქნა გაშვებული.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან, საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(1); 163(1)(11); 27; 70;.