თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი;
ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
2. საბაჟო კონტროლი, გარდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისა, ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე რისკის გამოვლენის, შეფასების და პრევენციული ზომების მიღების მიზნით მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების საშუალების გამოყენებას.
3. საბაჟო ორგანო რისკის მართვის ფარგლებში ადგენს საბაჟო კონტროლისადმი ან საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული რისკის განსხვავებულ დონეებს, აგრეთვე იმას, ექვემდებარება თუ არა საქონელი სპეციალურ საბაჟო კონტროლს, და, თუ საქონელი აღნიშნულ კონტროლს ექვემდებარება, განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის განხორციელების ადგილს.
4. რისკი არის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, ტრანზიტთან, გადაადგილებასთან, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ საქონელთან დაკავშირებული შემთხვევის დადგომის ალბათობა, რომელიც:
ა) ხელს უშლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების სათანადო გამოყენებას;
ბ) ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესს;
გ) საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას ან მცენარის სიჯანსაღეს, გარემოს ან მომხმარებელს.
5. რისკის მართვა არის რისკის ზემოქმედების შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით რისკის სისტემატური იდენტიფიცირება, მათ შორის, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებით. რისკის მართვა მოიცავს მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებას, რისკის ანალიზსა და შეფასებას, მისაღები ზომების განსაზღვრას და მათ მიღებას, ამ პროცესებსა და მათ შედეგებზე რეგულარულ დაკვირვებას და მათ გადახედვას.
6. თუ საქონელი, საბაჟო კონტროლის გარდა, ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სახის კონტროლს, რომელსაც საბაჟო ორგანოს გარდა, სხვა კომპეტენტური ორგანოც ახორციელებს, საბაჟო ორგანო ამ კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში (თუ შესაძლებელია, საბაჟო კონტროლთან ერთად (ერთი სარკმლის პრინციპით)) ახორციელებს ამ სახის კონტროლს.
61. ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საბაჟო ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის/კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში იქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან/და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.
62. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
7. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობის პირების ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიმართ განსხვავებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1325 – ვებგვერდი, 22.12.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (16.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. საბაჟო კონტროლი და რისკის მართვა 1. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ბ) ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); გ) დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დ) ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღოს საქონლის სინჯი ან/და ნიმუში; ე) დაათვალიეროს ფიზიკური პირი; ვ) მოახდინოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით ნიშანდება; ზ) განახორციელოს კონტროლისადმი დაქვემდებარებული მიწოდება; თ) განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი; ი) განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით. 2. საბაჟო კონტროლი, გარდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისა, ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე რისკის გამოვლენის, შეფასების და პრევენციული ზომების მიღების მიზნით მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების საშუალების გამოყენებას. 3. საბაჟო ორგანო რისკის მართვის ფარგლებში ადგენს საბაჟო კონტროლისადმი ან საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებული რისკის განსხვავებულ დონეებს, აგრეთვე იმას, ექვემდებარება თუ არა საქონელი სპეციალურ საბაჟო კონტროლს, და, თუ საქონელი აღნიშნულ კონტროლს ექვემდებარება, განსაზღვრავს საბაჟო კონტროლის განხორციელების ადგილს. 4. რისკი არის საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, ტრანზიტთან, გადაადგილებასთან, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებულ უცხოურ საქონელთან დაკავშირებული შემთხვევის დადგომის ალბათობა, რომელიც: ა) ხელს უშლის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების სათანადო გამოყენებას; ბ) ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესს; გ) საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას ან მცენარის სიჯანსაღეს, გარემოს ან მომხმარებელს. 5. რისკის მართვა არის რისკის ზემოქმედების შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით რისკის სისტემატური იდენტიფიცირება, მათ შორის, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებით. რისკის მართვა მოიცავს მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვებას, რისკის ანალიზსა და შეფასებას, მისაღები ზომების განსაზღვრას და მათ მიღებას, ამ პროცესებსა და მათ შედეგებზე რეგულარულ დაკვირვებას და მათ გადახედვას. 6. თუ საქონელი, საბაჟო კონტროლის გარდა, ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სახის კონტროლს, რომელსაც საბაჟო ორგანოს გარდა, სხვა კომპეტენტური ორგანოც ახორციელებს, საბაჟო ორგანო ამ კომპეტენტურ ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში (თუ შესაძლებელია, საბაჟო კონტროლთან ერთად (ერთი სარკმლის პრინციპით)) ახორციელებს ამ სახის კონტროლს. 61. ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საბაჟო ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის/კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში იქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან/და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით. 62. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 7. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანამდებობის პირების ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიმართ განსხვავებული საბაჟო კონტროლის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-784(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის,,ა“ პუნქტზე, მე-13 მუხლის 1-ლ-მე-4 ნაწილებზე, 27-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის 1-ლ-მე-5 ნაწილებზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქმე №2კ-739აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.02.2020
შ-მ კანონიერად ჩაატარა, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი…
…დალუქვა მ---–--ოფიცერმა ვ------გ ქ------–---–მა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მ---–- ოფიცრის ვ------გ ქ------–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმების ამოღება გამომძიებელმა კანონიერად ჩაატარეს, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომლის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
…წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას: ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად. საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
…წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას: ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად. საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
…დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
…გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს, პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა. საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ა) შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, მუხლი 27, №4905-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.019529 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4598501/muxli-27/