ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№340
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.033.017968
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №340 –  №128

2025 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის 62 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
1. შეიქმნას ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა (შემდგომ – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომ – საბაჟო დეპარტამენტი) წარმომადგენლები.

2. შეიქმნას ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, საქართველოდან უკანონოდ გატანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით,  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის განკუთვნილ საბაჟო საწყობებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

3. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორისა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მიერ.

4.  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საბაჟო დეპარტამენტი წერილობით ატყობინებენ ერთმანეთს ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების წევრების ვინაობას, დაკავებულ თანამდებობას და საკონტაქტო ინფორმაციას.

მუხლი 2
დამტკიცდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №938/350 ერთობლივი ბრძანება.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2025.
როდის იქნა მიღებული „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №340. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.033.017968.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და მათი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“, №340, 29.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.033.017968 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6728017/