ბრძანება N 24891
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24891
30 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- ----- (პ/ნ -----) (მის: ----- )
2026 წლის 9 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 96) განიხილა ----- ----- (პ/ნ ----- ) N 179802/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 9 ოქტომბრის N EL329701 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
სადავო საკითხი:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა.
შეფარდებული სანქცია:
გაფრთხილება (სსკ-ის 168-ე მუხლი).
საბაჟო დეპარტამენტი:
2026 წლის 9 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში, რეისით -----, შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ----- ----- (პ/ნ ----- ), რომელიც მწვანე დერეფნის გამოყენებით საბაჟო კონტროლის ზონის დატოვებისას, საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, ეჭვის საფუძველზე შეჩერებულ იქნა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ზეპირი გამოკითხვისას დასმულ შეკითხვაზე „მოჰქონდა თუ არა მას დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი მათ შორის ოქროს ნივთები“ მოქალაქემ განაცხადა, რომ რაც ჰქონდა ეკეთა სხეულზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ასახულია საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებულ სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერში.
მგზავრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ----- ხელბარგის დათვალიერების თაობაზე. შესაბამისად, მგზავრი გადამისამართდა ხელბარგის რენტგენული ინსპექტირების სისტემასთან (სკანერთან), ხოლო შემდეგ – დეკლარირების ოთახში, სადაც დეტალური დათვალიერებისას საფულეში აღმოჩენილ იქნა 1 (ერთი) ცალი ოქროს მონეტა, წონით 8 გრამი.
საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ უფლებამოსილი პირის 2026 წლის 9 ოქტომბრის N -----/----- ექსპერტის დასკვნის თანახმად, გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროს მონეტის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 2 552 ლარის ოდენობით.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იყო შესრულებული საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა N EL329701 (09.10.2026) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, სანქციის შეფარდებისას გათვალისწინებულ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის საქმის კონკრეტული გარემოებანი და ----- ----- (პ/ნ ----- ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის სახედ განესაზღვრა გაფრთხილება.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2026 წლის 9 ოქტომბერს საქართველოში ჩამოფრინდა რეისით -----. მებაჟე - ოფიცრის კითხვაზე გადაადგილებდა თუ არა ოქროს ნივთებს უარყოფითი პასუხი გასცა. მიუთითებს, რომ ნივთის ღირებულება არ აღემატება 3000 ლარს. ამ დრომდე არ უფიქსირდება არანაირი დარღვევა და უნებლიედ გაცემული პასუხის გამო, ქმედება არ ჩაეთვალოს სამართალდარღვევად.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა „თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია“.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ საბაჟო სანქცია არის საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, ჯარიმის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით.
ამავე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მისი მხრიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შეფარდებული სანქცია (გაფრთხილება) მართლზომიერია.
რაც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტით დადგენილ საგადასახადო შეღავათს, რომლითაც იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია „საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის“, აღნიშნული შეღავათი გავრცელებულ იქნა ზეპირი გამოკითხვის საბაჟო ფორმალობის დროს დადეკლარირებულ საქონელთან (ოქროს ნაკეთობები) მიმართებაში. შესაბამისად, არადეკლარირებულ ოქროს მონეტა 2026 წლის 9 ოქტომბერს N -----/----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა N 4-ით მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და დაეკისრა შესაბამისი გადასახდელები (დღგ - 459.36 ლარი, მომსახურების საფასური - 50 ლარი).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და შეფარდებული სანქცია (გაფრთხილება) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- ----- (პ/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მისი მხრიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და შეფარდებული სანქცია (გაფრთხილება) შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 163(1;3); 168(3);.