ბრძანება N 22042
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22042
06 ოქტომბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )
2026 წლის 7 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N 90) განიხილა ----- (ს/ნ ----- ) N 155270/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 31 აგვისტოს N EL325760 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმსა და N EL69050/2622 (N 006-2622) საგადასახადო მოთხოვნას.
სადავო საკითხები:
1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადება/დეკლარირების ვადის დარღვევა;
2. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დაკისრებული საურავი.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი (სსკ-ის 165-ე მუხლი);
საურავი - 20.21 ლარი (სსკ-ის 272-ე მუხლი);.
საბაჟო დეპარტამენტი:
2026 წლის 31 აგვისტოს ----- ს/ნ ----- ) მიმართა სსიპ - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასი N ----- ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით, რის შემდეგაც შედგენილ იქნა დათვალიერების აქტი.
საბაჟო დეპარტამენტის ----- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტომობილი 2026 წლის პირველ ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვით დადეკლარირდა ტრანზიტის პროცედურაში და ტრანზიტული გადაადგილების ვადად განსაზღვრული ჰქონდა არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისი.
ვინაიდან ავტომობილი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდა 31 დღის დაგვიანებით, ----- გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ ----- (ს/ნ ----- ) მიმართ 2026 წლის 31 აგვისტოს შედგა N EL325760 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. იმავე დღეს გამოიცა N EL69050/2622 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად დაერიცხა საურავი – 20.21 ლარი, ხოლო სატრანსპორტო საშუალება (შასი N ----- ) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია N -----/-----).
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო ტერიტორიაზე შემოიყვანა 2026 წლის პირველ ივნისს. 2026 წლის 29 აგვისტოს პირადად გამოცხადდა ავტომობილით საბაჟო მოქმედებების განსახორციელებლად და ავტომობილი წარუდგინა საბაჟო ექსპერტს. ექსპერტმა ვერ დაადგინა ძრავის ზუსტი მონაცემები და ზეპირად განუმარტა, რომ საჭირო იყო ინფორმაციის მიღება ოფიციალური დილერისგან. ვინაიდან 29 აგვისტოს დილერი არ მუშაობდა, ექსპერტმა ზეპირად განუმარტა, რომ საბაჟო მოქმედებების გასაგრძელებლად გამოცხადებულიყო პირველ სამუშაო დღეს. აცხადებს, რომ მე-60 კალენდარული დღე იყო 2026 წლის 1 ივლისი. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელების არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელების შემთხვევაში დამატებითი პერიოდი იწყებოდა 1 აგვისტოს და 30-ე დღე იყო 30 აგვისტოს. ვინაიდან 30 აგვისტო იყო კვირა დღე, საბოლოო ვადა უნდა გაგრძელებულიყო 31 აგვისტოს ჩათვლით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული თანხების გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 7) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში ტრანზიტული გადაადგილების ვადა შეადგენს არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით კი, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევაში, რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა და იმპორტის გადასახდელებზე საურავის დარიცხვა მართლზომიერია.
საგულისხმოა, რომ მომჩივანს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების მრავალი ფაქტი უფიქსირდება. იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო კი, წარსულშიც არის დაჯარიმებული. ამასთან, სამართალდარღვევა ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სატრანსპორტო საშუალების წარდგენისა და დეკლარირების ვადები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის-ის 64-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის ერთ - ერთი შემდეგი საფუძველი:
ბ) გადასახადის დარიცხვის ან/და სანქციის დაკისრების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270–ე მუხლის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის პირველის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ 2026 წლის პირველ ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის ასახვით სატრანსპორტო საშუალება დადეკლარირდა ტრანზიტის პროცედურაში და ტრანზიტული გადაადგილების ვადად განსაზღვრული ჰქონდა არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისი. ამდენად, მომჩივანს საბაჟო ვალდებულება წარმოეშვა 2026 წლის 31 ივლისი, თუმცა მის მიერ გადასახადის გადასახდელი თანხის გადახდა განხორციელდა დაგვიანებით. ამდენად, მომჩივნისთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ავტომობილის გამოუცხადებლობისთვის სადავო საგადასახადო მოთხოვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე საურავის დარიცხვა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი და დარიცხული თანხა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადება/დეკლარირების ვადის დარღვევა;
2. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დაკისრებული საურავი.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ ავტომობილი ტრანზიტის ვადის გასვლიდან დაგვიანებით წარადგინეს საბაჟოზე, რის გამოც სამართალდამრღვევს დაეკისრა ჯარიმა და საურავი. სატრანსპორტო საშუალება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი და დარიცხული თანხა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 163 პირველი და მეცხრე ნაწილები.