1. 278-ე მუხლში მითითებული ელექტრონული სისტემების განვითარების მხარდაჭერისა და გარდამავალი პერიოდების დადგენის რეგულირების მიზნით, 2014 წლის 1 მაისისთვის კომისიამ უნდა შეადგინოს სამუშაო პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია მე-16(1) მუხლში მითითებული ელექტრონული სისტემის განვითარებასა და განთავსებასთან.

2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო პროგრამას უნდა ჰქონდეს შემდეგი პრიორიტეტები:

(a) ინფორმაციის ჰარმონიზებული გაცვლა საერთაშორისო დონეზე მიღებული მონაცემთა მოდელების და შეტყობინებების ფორმატების საფუძველზე;

(b) საბაჟო და საბაჟოსთან დაკავშირებული პროცესების რეორგანიზაცია მათი ეფექტიანობის, ეფექტურობისა და ერთიანი გამოყენების გათვალისწინებით და შესაბამისობის ხარჯების შემცირება; და

(c) ეკონომიკური ოპერატორებისთვის ფართო სპექტრის ელექტრონული საბაჟო მომსახურების შეთავაზება, რაც საშუალებას აძლევს მათ განახორციელონ ურთიერთქმედება იმავე გზით ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს საბაჟო ორგანოსთან.

3. 1-ლ პუნქტში მითითებული სამუშაო პროგრამა რეგულარულად უნდა განახლდე