1. დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული უნდა ჰქონდეს კომისიას ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
2. მე-2, მე-7, მე-10, მე-20, 24-ე, 31-ე, 36-ე, მე-40, 62-ე, 65-ე, 75-ე, 88-ე, 99-ე, 106-ე, 115-ე, 122-ე, 126-ე, 131-ე, 142-ე, 151-ე, 156-ე, 160-ე, 164-ე, 168-ე, 175-ე, 180-ე, 183-ე, 186-ე, 196-ე, 206-ე, 212-ე, ►C2 216-ე ◄, 221-ე, 224-ე, 231-ე, 235-ე, 253-ე, 265-ე, და 279-ე მუხლებში მითითებული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება მიენიჭება კომისიას ხუთწლიანი ვადით 2013 წლის 30 ოქტომბრიდან. კომისია შეადგენს ანგარიშს უფლებამოსილების დელეგირების კუთხით ხუთწლიანი პერიოდის დასრულებამდე ცხრა თვით ადრე. უფლებამოსილების დელეგირება ავტომატურად გაგრძელდება ისეთივე ვადით, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ იქნება ვადის გახანგრძლივების წინააღმდეგი არაუგვიანეს სამი თვით ადრე თითოეული პერიოდის დასრულებამდე.
3. ევროპარლამენტს ან საბჭოს აქვს უფლება ნებისმიერ დროს გააუქმოს დელეგირების უფლება, რომელიც მითითებულია მე-2, მე-7, მე-10, მე-20, 24-ე, 31-ე, 36-ე, მე-40, 62-ე, 65-ე, 75-ე, 88-ე, 99-ე, 106-ე, 115-ე, 122-ე, 126-ე, 131-ე, 142-ე, 151-ე, 156-ე, 160-ე, 164-ე, 168-ე, 175-ე, 180-ე, 183-ე, 186-ე, 196-ე, 206-ე, 212-ე, ►C2 216-ე ◄, 221-ე, 224-ე, 231-ე, 235-ე, 253-ე, 265-ე, და 279-ე მუხლებში. გაუქმების გადაწყვეტილების შედეგად შეწყდება აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება. ის ძალაში შევა „ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში“ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღის მეორე დღიდან ან უფრო გვიან. ის არ იმოქმედებს უკვე ძალაში შესულ დელეგირებულ აქტებზე.
4. დელეგირებული აქტის მიღებისთანავე კომისია შეატყობინებს აღნიშნული აქტის შესახებ ევროპარლამენტსა და საბჭოს ერთდროულად.
5. დელეგირებული აქტი, რომელიც მიღებულია მე-2, მე-7, მე-10, მე-20, 24-ე, 31-ე, 36-ე, მე-40, 62-ე, 65-ე, 75-ე, 88-ე, 99-ე, 106-ე, 115-ე, 122-ე, 126-ე, 131-ე, 142-ე, 151-ე, 156-ე, 160-ე, 164-ე, 168-ე, 175-ე, 180-ე, 183-ე, 186-ე, 196-ე, 206-ე, 212-ე, ►C2 216-ე ◄, 221-ე, 224-ე, 231-ე, 235-ე, 253-ე, 265-ე ან 279-ე მუხლების შესაბამისად, შევა ძალაში მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ გამოხატავს წინააღმდეგობას ევროპარლამენტში და საბჭოში აქტის შეტყობინებიდან ორი თვის ვადაში ან თუ აღნიშული ვადის ამოწურვამდე ევროპარლამენტი და საბჭო შეატყობინებენ კომისიას, რომ ისინი არ იქნებიან წინააღმდეგი. აღნიშნული პერიოდი გახანგრძლივდება ორი თვით ევროპარლამენტისა ან საბჭოს ინციატივი