გადაწყვეტილება №27969/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27969/2/2026
28 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 08.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 16.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27969/2/2026).
დავის საგანი:
საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 23.06.2026 წლის N EL317844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 21.07.2026 წლის N 16546 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა:
მომჩივანს საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევისთვის საბაჟო დეპარტამენტის 23.06.2026 წლის N EL317844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.07.2026 წლის N 16546 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 19.08.2026 წლის N ----- წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 21.07.2026 წლის N 16546 ბრძანების გაცნობა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ფიქსირდება 22.07.2026 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 21.07.2026 წლის N 16546 ბრძანების გასაჩივრების ბოლო დღე იყო 11.08.2026 წელი, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად ( N -----/2/2026) 16.08.2026 წელს, მისი გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
06.10.2026 წელს საჩივარში მითითებულ ნომერზე კომუნიკაციისას საწარმოს დირექტორმა, შემოსავლების სამსახურის 21.07.2026 წლის N 16546 ბრძანების გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ელოდებოდა რევერსიას და ამიტომ დააგვიანდა 2 დღე გასაჩივრება. ასევე განმარტა, რომ დღემდე არ არის პროცედურა დასრულებული. დაპირდნენ, რომ დეკლარირების პროცესს დაასრულებდნენ. უფრო დიდი სამართლებრივი სიკეთე შინაარსია ვიდრე ვადა.
საბჭო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებებით არ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით არის გამოწვეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივანს საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევისთვის დაეკისრა ჯარიმა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც მიმართა დავების განხილვის საბჭოს.
გადაწყვეტილება:
საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო (მუხლი 301„ე“;) და საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:165;.