თავი XXX — საბაჟო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა
1. საბაჟო საწყობის საქმიანობისან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა –
იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგება
მთავარი მონაცემები
თანხა2 000 ლარის
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (28.06.2019).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-745(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…დადგენილი სანებართვო პირობა. გამომდინარე აქედან, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ის“ უფლებამოსილი პირის მიერ მოსარჩელის მიმართ შედგენილ იქნა №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობს დაეკისრა პასუხისმგებლობა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლო მიღებულ გადაწყვეტილებას აფუძნებს იმ…
საქმე №ბს-264(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.11.2024
…დადგენილი სანებართვო პირობა. გამომდინარე აქედან, გაფორმების ეკონომიკური ზონა „...ს“ უფლებამოსილი პირის მიერ სს „ლ...-ის“ მიმართ შედგენილ იქნა №... საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად და შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. სს „ლ...-ს“ ასევე დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო…
საქმე №2კ-214აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.01.1900
…შენახვას და მისი საბაჟოს ტერიტორიაზე არსებობა ვერ მოაქცევს ამ ქმედებას კანონის ფარგლებში. 54. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორების მითითებას, რომ ზ. გ-სა და შპს,,ზ-სათვის“ შერაცხილ ქმედებაში შესაძლოა, იკვეთებოდეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა – საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის…
…საწყობის ----- სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე კი, შედგენილ იქნა N EL318752, N EL318753 და N EL318755 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და შპს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ზემოხსენებული სანებართვო პირობების დარღვევის გამო, შპს „-----“ გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის…
…სამართალდარღვევის ოქმი N -----), გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 14 აგვისტოს შედგენილ იქნა N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ -----) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. შემოსავლების…
…საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, გამოვლენილი ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 1.07.2026 წელს შედგენილია №EL318755 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა…
…ვალდებულება და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 27 ივლისს შედგენილ იქნა N EL322574 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. საბაჟო…