ბრძანება N 4178
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4178
24 თებერვალი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის: ----- )
2026 წლის 4 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 19 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N 16) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 26581/2/2026 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 13 იანვრის N EL305464 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო საწყობის ლიცენზიის მოპოვების დღიდან დღემდე მუდმივად ფლობდა და შესაბამისი წესით წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევის გარანტია და არასდროს შეუცვლია საფირმო სახელწოდება. საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა სარეგისტრაციო მონაცემები და მოახდინა მისი საფირმო სახელწოდების ტრანსლიტერაცია ინგლისურიდან (შპს -----) ქართულზე (შპს -----). კომპანიას არასდროს დაურღვევია კანონმდებლობის ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მის მიმართ გამოცემული სადავო ოქმი უკანონოდ მიაჩნია. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ საბაჟო საწყობის ლიცენზიის მოპოვების დღიდან დღემდე მუდმივად ფლობდა და შესაბამისი წესით წარდგენილი ჰქონდა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევის გარანტია და არასდროს შეუცვლია საფირმო სახელწოდება. საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა სარეგისტრაციო მონაცემები და მოახდინა მისი საფირმო სახელწოდების ტრანსლიტერაცია ინგლისურიდან შპს „-----“ ქართულზე -----. კომპანიას არასდროს დაურღვევია კანონმდებლობის ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მის მიმართ გამოცემული სადავო ოქმი უკანონოდ მიაჩნია. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 24 მარტს შპს „-----“-მა (ს/ნ -----) განახორციელა საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში საფირმო სახელწოდების ცვლილება და ჩამოყალიბდა როგორც შპს „-----“, თუმცა აღნიშნული ცვლილების შესაბამისად არ წარმოუდგენია გარანტია.
ვინაიდან შპს „-----“-მა (ს/ნ ----- ) საწარმოს საფირმო სახელწოდების ცვლილება განახორციელა 2025 წლის 24 მარტს და ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს არ წარუდგინა გარანტია, მისი მხრიდან დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 13 იანვარს შედგენილ იქნა N EL305464 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
შპს „-----“ შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა შესაბამისი გარანტია 2026 წლის 21 იანვარს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
“საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელი საწარმოს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ ან „დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი“ გრაფაში მიეთითება, ნებართვის მფლობელი საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სრული საფირმო სახელწოდება.
ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ჰქონდეს გარანტიით.
მითითებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას, რაც გამოიხატა ნებართვის მფლობელის მიერ საწარმოს საფირმო სახელწოდების ცვლილების განახორციელებიდან 7 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურისთვის გარანტიის წარუდგენლობაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
მომჩივნის მოთხოვნაზე სადავო აქტის ბათილად ცობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ან/და კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დადგინდა, რომ მომჩივანმა შეცვალა საფირმო სახელწოდება, თუმცა კანონით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი გარანტია შემოსავლების სამსახურს არ წარუდგინა, რითაც დაარღვია საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობები. აღნიშნულ ფაქტზე საბაჟოს უფლებამოსილმა პირმა შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი და კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. შემდგომში კომპანიამ შესაბამისი გარანტია წარმოადგინა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176(1);.