ბრძანება N 20214

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.09.2026
№ დოკუმენტი 20214
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20214

11 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2026 წლის 26 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 80) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 149126/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 14 აგვისტოს N EL324281 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ შპს „-----“ საბაჟო საწყობიდან 72 ერთეულ 20 ფუთიან კონტეინერში ჩაიტვირთა საყარი ტვირთი - სპილენძის კონცენტრატი, რაზეც შედგა საქონლის გადატვირთვის შესახება ქტი. აღნიშნულ აქტს დაერთო კონტეინერების მონაცემები (ნომერი, წონა, ლუქების ნომრები). გადატვირთვის აქტის შედგენის დროს დაფიქსირდა მექანიკური შეცდომა, კერძოდ, აქტის დანართში N 42 პოზიციით დაფიქსირებულ კონტეინერზე მიეთითა N 44 პოზიციით დაფიქსირებული კონტეინერის ლუქის ნომერი და პირიქით. აღნიშნული მექანიკური შეცდომა შემჩნეული იქნა პერსონალის მიერ და ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საბაჟო დეპარტამენტს. შედეგად, შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და დაჯარიმდა. მომჩივანი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა არ ყოფილა განზრახ ჩადენილი და მიღებულია ზომები, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, დაკისრებული ჯარიმის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 30 ივლისს შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, შპს „----- “ მიერ შედგენილი გადატვირთვის აქტის საფუძველზე, ამავე პირის საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე დარეგისტრირდა N ----- საქონლის საბაჟო დეკლარაცია. შპს „-----“ 2026 წლის 14 აგვისტოს N ----- განცხადებით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მათ მიერ გაცემულ გადატვირთვის აქტში, რომელიც წარდგენილ იქნა N ----- საბაჟო დეკლარაციის შევსებისას, არასწორად იყო მითითებული ინფორმაცია. კერძოდ, გადატვირთვის აქტის მიხედვით N ----- კონტეინერზე მითითებული უნდა ყოფილიყო N ----- საბაჟო ლუქი, ნაცვლად – N ----- საბაჟო ლუქისა, ხოლო N ----- კონტეინერზე – N ----- საბაჟო ლუქი, ნაცვლად – N -----საბაჟო ლუქისა.

ვინაიდან, შპს „-----“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევას (წინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი N -----), გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 14 აგვისტოს შედგენილ იქნა N ----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

“საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის N 455 დადგენილებით დამტკიცებული “საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“ და „ქ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

გ) ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;

ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.

კანონმდებლობა ვალდებულ პირს აკისრებს ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულოს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ამ ვალდებულებათა დარღვევას, რაც გამოიწვევს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის მფლობელის მიერ გადატვირთვის აქტში არასწორად იყო მითითებული კონტეინერზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ ინფორმაცია, რითაც ხელი შეუშალა საბაჟო კონტროლის განხორციელებას და არ უზრუნველყო საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება - მოვალეობების ჯეროვნად შესრულება. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას (ჩადენილი განმეორებით), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა (საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ამ ნორმის გამოყენება შესაძლებელია, თუ პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში - თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევით არ დასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს, დაკისრებული ჯარიმის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ კომპანიამ საბაჟო დოკუმენტში არასწორად მიუთითა ინფორმაცია, რაც მოგვიანებით თავადვე დაადასტურა. დარღვევა განმეორებით ხასიათს ატარებდა, რის გამოც კომპანიას დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევით არ დასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(11); 176(2);.