1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, რადიოაქტიური ნარჩენების რეექსპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83

საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

საქართველოს 2016 წლის 13
აპრილის კანონი
№
4959
- ვებგვერდი, 26.04.2016წ.

საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3293 – ვებგვერდი, 06.07.2023