მუხლი 233. ბირთვულ ან რადიაქტიურ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ან დამახინჯება
სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე მუხლი · სსკ 233
თავი XXX — დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
1. ბირთვულ ან რადიაქტიურ ობიექტზე ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დაფარვა ან დამახინჯება, რასაც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.07.1999).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-225-I-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2013
2) მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 1984 წლის 19 აპრილის განაჩენით, სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 203-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 3) მსჯავრდებულია ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მიერ 1999 წლის 27 აპრილს,…
საქმე №ა-137-შ-21-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2007
ჯ-ს ბელორუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 380-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიესაჯა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ სახელმწიფო რეგისტრაციის არმქონე ჯ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლი 8. ავარიის ლიკვიდაციის გეგმა— „იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 233, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-233/