თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება/ჩაყრა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 10 000 ლარის ოდენობით.
2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4. სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის გარეთ დამუშავება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
5. (ამოღებულია - 21.02.2024, №4041).
შენიშვნა: ამ მუხლის საჭიროებისათვის დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა ექსპერტიზამ ნარჩენები სახიფათოდ ცნო, აანაზღაურებს პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4041
- 13.07.2020 კანონი №6751
- 01.06.2017 კანონი №898
- 24.06.2016 კანონი №5563
წინა რედაქცია (12.01.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა 1. სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება/ჩაყრა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 4005 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000− 10 000 ლარის ოდენობით. 2. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 4005 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 100010 000 ლარის ოდენობით. 3. სახიფათო ნარჩენების შგარემოსდაბამცვისთი ნებგართდაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 4. სახიფათო ნარჩენების შგარემოსდაბამცვისთი ნებგართდაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის გარეთ დამუშავება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. 5. (ამოღებულია - 21.02.2024, №4041). შენიშვნა: ამ მუხლის საჭიროებისათვის დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების ღირებულებას იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა ექსპერტიზამ ნარჩენები სახიფათოდ ცნო, აანაზღაურებს პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.