ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- ნარჩენების მართვის კოდექსი 26.12.2014
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „ჰ6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ6) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად გაცემული გადაწყვეტილება;“.
2. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამ კოდექსით გათვალისწინებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და მათი რეგისტრაციის წარმოება;“.
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას ან ტრანსპორტირებას, ვალდებულია ნარჩენები დასამუშავებლად გადასცეს შესაბამის ობიექტს, რომელსაც აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი აქვს რეგისტრაცია.“;
ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. აკრძალულია ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა.“.
4. მე-16 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პირს, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას, უნდა ჰქონდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან გავლილი უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია ამ კოდექსის VII თავის შესაბამისად.“.
5. მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა;
დ) სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის გარეთ დამუშავება.“.
6. 21-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების განთავსება. ეს არ ეხება იმ ინერტულ ნარჩენებს, რომელთა დამუშავება ტექნიკურად ვერ განხორციელდება, აგრეთვე ისეთ ნარჩენებს, რომელთა ტექნიკურად განხორციელებადი დამუშავებით ვერ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი.“.
7. 23-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის ამოქმედების დროს არსებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა. ამ ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა.“.
8. VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და რეგისტრაცია“.
9. 24-ე და 25-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება
1. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი შინაარსისადმი მოთხოვნები განისაზღვრება ამ კოდექსით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსითა და მათ საფუძველზე მიღებული და გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. თუ პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთზე მეტ საქმიანობას ახორციელებს და ეს საქმიანობები ერთმანეთთან არსებითად არის დაკავშირებული, აღნიშნული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება.
ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) დასამუშავებელი ნარჩენების სახეობა (კოდი და დასახელება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად);
ბ) დასამუშავებელი ნარჩენების რაოდენობა და წარმოშობა;
გ) ნარჩენების აღდგენის ან განთავსების ოპერაციების კოდები და აღწერილობა ამ კოდექსის I ან II დანართის შესაბამისად;
დ) გამოსაყენებელი საშუალებები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი წარმადობა;
ე) მოსაწყობი ნაგავსაყრელის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.
10. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და რეგისტრაციების რეესტრი
ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და რეგისტრაციები აისახება ნარჩენების მონაცემთა ბაზაში ამ კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად.“.
11. 30-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებზედაც ამ კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;“.
12. 36-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4. სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნარჩენების დამუშავების ობიექტის გარეთ დამუშავება –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“.
13. 47-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.
ქუთაისი, 1 ივნისი 2017 წ. N898-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 6. ნარჩენების მართვის სფეროში კომპეტენტური ორგანოები
- მუხლი 7. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები
- მუხლი 16. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება
- მუხლი 17. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი ვალდებულებები
- მუხლი 21. ნაგავსაყრელის კატეგორიები
- მუხლი 23. არსებული ნაგავსაყრელი
- მუხლი 24. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება
- მუხლი 25. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია
- მუხლი 30. ნარჩენების მონაცემთა ბაზა
- მუხლი 36. სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
- მუხლი 47. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 01.06.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №898-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.018500.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №898-IIს, 01.06.2017, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.018500 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3687978/