თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. 1 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. 1 მ3-დან 10 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.
3. 10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
4. 50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაოს სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 13.07.2020 კანონი №6751
წინა რედაქცია (12.01.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება 1. 1 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5002 000 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3-დან 110 მ3-ზე მდეტი მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15003 000 ლარის ოდენობით. 3. 10 მ3-დან 50 მ3-მდე მოცულობის სამშენებლო ნარჩენიშთ ან სხვა ინერტული ნა: რჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკუხრი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 4. 50 მ3 ან 50 მ3-ზე მეტი მოცულობის სამშენებლო ნარჩენით ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომლის მიმართაც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში დაასუფთაოს სამშენებლო ნარჩენებით ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.