თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით.
3. 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 2 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებისთვის.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად დაასუფთავებს ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4041 – ვებგვერდი, 06.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4041
- 13.07.2020 კანონი №6751
წინა რედაქცია (12.01.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. შლამისებრი ნარჩენი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება 1. ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50100 ლარის ოდენობით. 2. 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150400 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 500 ლარის ოდენობით. 3. 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ფეკალური მასით ან/და კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000− 2 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს დაეკისრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მეპატრონეს, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად დაასუფთავებს ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას.