საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.158.016240
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №32

2015 წლის 15 ივნისი

ქ. ბოლნისი

 

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
  საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის" 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
1. განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და შესაბამისად არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

2. განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით  გამოიწვევს „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობას.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



                                                                                                                                                                                               დანართი №1
ბოლნისის  მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის  სისტემა

 

1.სოფელი ბალახაური;

2. სოფელი მწყნეთი;

3. სოფელი ბერთაკარი;

4.  სოფელი სენები;

5. სოფელი დარბაზი;

6. სოფელი წიფორი;

7. სოფელი ზვარეთი;

8. სოფელი საბერეთი;

9. სოფელი სამწვერისი.


 

                                                                                                                                            დანართი №2

ბოლნისის  მუნიციპალიტეტში  დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება  გამოიწვევს   საქართველოს  კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას
ქ. ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში:

აღმაშენებლის  ქუჩა

სულხან-საბა ორბელიანის  ქუჩა

სააკაძის  ქუჩა

კოსტავას ქუჩა

კულტურისა და დასვენების  პარკი

კინო-თეატრის მიმდებარე ტერიტორია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია

გიას და კახას წყაროს მიმდებარე ტერიტორია

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ბულვარი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.06.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“?
„საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 15.06.2015. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №32. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.158.016240.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.06.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“, №32, 15.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016240 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2875230/