1. იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა უნდა განისაზღვროს გადასახადის გაანგარიშების იმ წესების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენებოდა შესაბამისი საქონლის მიმართ იმ დროს, როცა ამ საქონელთან დაკავშირებით საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა.
2. თუ შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს ის დრო, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა, ამ დროდ მიჩნეულ უნდა იქნეს ის დრო, როცა საბაჟო ორგანოებმა გააკეთეს დასკვნა, რომ საქონელი არის იმ მდგომარეობაში, როცა საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა.
თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მათ აძლევს იმის დადგენის შესაძლებლობას, რომ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა იმ დრომდე, როცა მათ გააკეთეს ზემოაღნიშნული დასკვნა, საბაჟო დავალიანება უნდა ჩაითვალოს წარმოქმნილად იმ ყველაზე ადრინდელ დროს, როცა ეს სიტუაცია შეიძლება დადგინდე