1. საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება იმ ადგილზე, სადაც ხდება 77-ე, 78-ე და 81-ე მუხლებში მითითებული საბაჟო დეკლარაციის ან რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენა.

ყველა სხვა შემთხვევაში, საბაჟო დავალიანების წარმოქმნის ადგილი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც ხდება ის მოვლენები, რომელთა შედეგადაც ის წარმოიქმნება.

თუ შეუძლებელია საბაჟო დავალიანების წარმოქმნის ადგილის დადგენა, საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება იმ ადგილზე, სადაც, საბაჟო ორგანოებმა დაასკვნეს, რომ საქონელი იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება.

2. თუ საქონელი მოექცა იმ სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც არ ამოქმედებულა ან როცა დროებითი დასაწყობების ოპერაცია სათანადოდ არ სრულდება, და საბაჟო დავალიანების წარმოქმნის ადგილის განსაზღვრა 1-ლი პუნქტის მე-2 და მე-3 აბზაცების შესაბამისად კონკრეტულ ვადაში შეუძლებელია, საბაჟო დავალიანება წარმოიქმნება იმ ადგილზე, სადაც ეს საქონელი ან მოექცა ამ ოპერაციაში ან შეტანილ იქნა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ამ ოპერაციის ფარგლებში, ან სადაც ეს საქონელი იყო დროებით დასაწყობებული.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მათ შესაძლებლობას აძლევს დაადგინონ, რომ საბაჟო დავალიანება შეიძლება წარმოქმნილიყო რამდენიმე ადგილზე, საბაჟო დავალიანება წარმოქმნილად უნდა ჩაითვალოს იმ ადგილზე, სადაც ის პირველად წარმოიქმნა.

4. თუ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ საბაჟო დავალიანება წარმოიქმნა 79-ე ან 82-ე მუხლის მიხედვით სხვა წევრ სახელმწიფოში და ამ დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ნაკლებია 10 000 ევროზე, საბაჟო დავალიანება უნდა ჩაითვალოს წარმოქმნილად იმ წევრ სახელმწიფოში, სადაც ეს ფაქტი დადგინდ