1. გარანტია შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:

(a) ფულადი დეპოზიტით ან ანგარიშსწორების რაიმე სხვა ფორმით, რომელიც აღიარებულია საბაჟო ორგანოების მიერ, როგორც ფულადი დეპოზიტის ეკვივალენტი, ევროში ან წევრი სახელმწიფოს ვალუტაში, რომელშიც გარანტიაა საჭირო;

(b) გარანტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებით;

(c) გარანტიის სხვა ფორმით, რომელიც იძლევა იმის შესაბამის რწმუნებას, რომ საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა გადაიხდება.

2. გარანტია ფულადი დეპოზიტის ან ანგარიშსწორების სხვა ნებისმიერი ეკვივალენტური ფორმით უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ წევრ სახელმწიფოში მოქმედი დებულებების შესაბამისად, რომელშიც გარანტიაა საჭირო.

იმ შემთხვევაში, როცა გარანტია უზრუნველყოფილია ფულადი დეპოზიტის ან ანგარიშსწორების ნებისმიერი სხვა ეკვივალენტური ფორმით, საბაჟო ორგანოებმა მასზე პროცენტი არ უნდა გადაახდევინო