1. იმ შემთხვევაში, როცა გარანტიის უზრუნველყოფა სავალდებულოა, საბაჟო ორგანოებმა უნდა განსაზღვრონ ამ გარანტიის ოდენობა საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ზუსტი ოდენობის შესაბამის დონეზე, და სხვა გადასახადების ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ოდენობის მკაფიოდ განსაზღვრა შესაძლებელია იმ დროში, როცა ეს გარანტია მოითხოვება.

იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ზუსტი ოდენობის დადგენა, გარანტია უნდა განისაზღვროს საბაჟო ორგანოების მიერ შეფასებული საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ან იმ სხვა გადასახადების მაქსიმალური ოდენობით, რომელიც წარმოიქმნა ან შეიძლება წარმოიქმნას.

2. 95-ე მუხლის დაურღვევლად, იმ შემთხვევაში, როცა სრული საბაჟო გარანტია უზრუნველყოფილია საბაჟო დავალიანების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობის და იმ სხვა გადასახადებისთვის, რომელთა მოცულობაც დროთა განმავლობაში იცვლება, ამ გარანტიის მოცულობა უნდა განისაზღვროს იმ დონეზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ საბაჟო დავალიანების და სხვა გადასახადების შესაბამისი იმპორტის ან ექსპორტის გადასახადის ოდენობა ყოველთვის დაიფარო